ტექნოლოგიური კომპანია Self.HR HR სისტემის ლიდერი პროვაიდერია საქართველოში.
კომპანია ოპერირებს საქართველოსა და უზბეკეთის ბაზარზე და აერთიანებს 950-ზე მეტ კომპანიას და 100,000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: www.self.hr
Self.HR- ის გუნდში ვეძებთ ტალანტს ბიზნეს ანალიტიკისა და იმპლემენტაციის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პარტნიორ კომპანიებში Self.HR სისტემის იმპლემენტაციის პროცესის მართვა;
- პარტნიორ კომპანიაში ბიზნეს პროცესების ანალიზი და შესაბამისი ციფრული გადაწყვეტილებების დანეგვა;
- Self.HR სისტემის მოდულების შესახებ ტრენინგებისა და შეხვედრების გამართვა;
- იმპლემენტაციის პროცესში ჩართულ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- პროდუქტის განვითარებასა და პროცესების ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება.
რას მიიღებთ სანაცვლოდ:
- კომფორტულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს;
- სწრაფ განვითარებასა და კარიერულ ზრდას;
- სამუშაოსთან დაკავშირებულ ტრენინგებს;
- სხვადასხვა კორპორატიულ ბენეფიტს;
პოზიციისთვის საჭირო ცოდნა და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- გამოცდილება HR-ის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური უნარები;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
- პრობლემის გადაჭრის უნარი;
საორგანიზაციო დეტალები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 10:00 – 19:00სთ
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ შესაბამისი ველები
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ შპს „სელფ.ჯი“-მ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: career@self.ge
კომპანია წინასახელშეკრულებო ეტაპზე კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს საქართველოს შრომის კოდექსითა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პრინციპების სრული დაცვით. კომპანიის პოლიტიკა ეფუძნება თანასწორობის პრინციპს და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ნებისმიერი ნიშნით, დასაქმების ნებისმიერ ეტაპზე. დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში მოგვმართეთ : career@self.ge
გისურვებთ წარმატებას!