ფოტო
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - თბილისი
28-04-2025 - 30-06-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი 

ტექნოლოგიური კომპანია Self.HR არის HR სისტემის ლიდერი პროვაიდერი საქართველოში.   კომპანია ოპერირებს საქართველოსა და უზბეკეთის ბაზარზე და აერთიანებს 950-ზე მეტ კომპანიას და 100,000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს.   კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: www.self.hr

Self.HR-ის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და თავის საქმეზე შეყვარებულ ადამიანს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

  • თუ გიყვარს ტექნოლოგიები და თვლი, რომ ბიზნესის განვითარების გზა სწორედ ტექნოლოგიებშია    
  • თუ გიყვარს გამოწვევები და არ უშინდები დღეში რამდენიმე შეხვედრას
  • თუ მოგწონს ხალხთან კომუნიკაცია და დინამიური სამუშაო პროცესი

მაშინ აღნიშნული ვაკანსია შენთვისაა.

ფუნქცია-მოვალეობები:    

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება და პირველადი სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება;  
  • პოტენციური პარტნიორი კომპანიების C level მენეჯმენტთან კომუნიკაცია;   
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის პრეზენტირება და დემო ვერსიის ჩვენება;  
  • პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული შეთავაზების მომზადება;  
  • შესაბამისი რეპორტების მომზადება.

რას ვითხოვთ კანდიდატისგან:  

  •  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კორპორატიული (B2B) გაყიდვების მიმართულებით;  
  •  უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ან ტექოლოგიების მიმართულებით;  
  • უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა;  
  •  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;  
  •  გაყიდვების ტექნიკებისა  და მოლაპარაკებების წარმოების ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.

რას ვთავაზოვთ კანდიდატს:  

  • კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს;    
  • სწრაფ განვითარებასა და პარტნიორი კომპანიების სიმრავლეს; 
  • ულიმიტო სასაუბროს;  
  •  ჯანმრთელობის დაზღვევას;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, შავსეთ შემდეგი ველები

გისურვებთ წარმატებას!

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!