კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ტექნოლოგიური კომპანია Self.HR არის HR სისტემის ლიდერი პროვაიდერი საქართველოში. კომპანია ოპერირებს საქართველოსა და უზბეკეთის ბაზარზე და აერთიანებს 950-ზე მეტ კომპანიას და 100,000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: www.self.hr
Self.HR-ის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და თავის საქმეზე შეყვარებულ ადამიანს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
- თუ გიყვარს ტექნოლოგიები და თვლი, რომ ბიზნესის განვითარების გზა სწორედ ტექნოლოგიებშია
- თუ გიყვარს გამოწვევები და არ უშინდები დღეში რამდენიმე შეხვედრას
- თუ მოგწონს ხალხთან კომუნიკაცია და დინამიური სამუშაო პროცესი
მაშინ აღნიშნული ვაკანსია შენთვისაა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება და პირველადი სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება;
- პოტენციური პარტნიორი კომპანიების C level მენეჯმენტთან კომუნიკაცია;
- პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის პრეზენტირება და დემო ვერსიის ჩვენება;
- პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
- შესაბამისი რეპორტების მომზადება.
რას ვითხოვთ კანდიდატისგან:
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება კორპორატიული (B2B) გაყიდვების მიმართულებით;
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ან ტექოლოგიების მიმართულებით;
- უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- გაყიდვების ტექნიკებისა და მოლაპარაკებების წარმოების ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.
რას ვთავაზოვთ კანდიდატს:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს;
- სწრაფ განვითარებასა და პარტნიორი კომპანიების სიმრავლეს;
- ულიმიტო სასაუბროს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, შავსეთ შემდეგი ველები
გისურვებთ წარმატებას!